Month: იანვარი 2025
ახალგაზრდას დაზიანებული ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. სოფელში ვარაუდობენ, რომ კაცი მოკლეს, რადგან ის მესაფლავედ მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ, მოსახლეობის ერთ ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა. მას შემდეგ კაცი გაუჩინარდა. გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით, მისი ცხედარი იპოვეს.
გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი – ვინ აღმოჩნდა იგი და რამ იმსხვერპლა პედიატრი?
სოციალურ ქსელში, სამტრედიის ჯგუფი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ბავშვთა ექიმი ქეთი კოპალეიშვილი. როგორც გაირკვა, ის სიმსივნეს ებრძოდა. „ჩვენს ქალაქს გამოაკლდა ყველასთვის ძვირფასი ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო, ყურადღებიანი ბავშთა ექიმი ქეთი კოპალეიშვილი. ჯგუფის ადმინისტრაცია თანავუგრძნობთ ოჯახს, კოლექტივს და სამტრედიას ამ მწუხარებას. ქეთი როგორ მტკივა შენი უდროო გარდაცვალება, შენ ხომ ყოველთვის სითბოთი და ყურადღებით გამოირჩეოდი, ჩემი შვილის გამზრდელო
ვიდეო: ნანუკა სტამბოლიშვილის ბრწყინვალე გამოსვლამ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ინტერნეტი და ტელევიზია ააფეთქა
პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცამეტე სეზონი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უკვე დაიწყო. შოუს უამრავო ვარსკვლავი ჰყავს, მათ შორისაა თურქეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი, ნანუკა სტუმბოლიშვილიც. ნანუკას ცეკვამ უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა და ჟიურიც აღაფრთოვანა. “უნიჭიერესია ეს გოგო”- წერენ კომენტარებში. ნახეთ ნანუკას შესრულება:
რა მოხდა “ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველ ტურში, რამაც საზოგადოება გააოცა
ტელეკომპანია “იმედზე” “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-13 სეზონი დაიწყო. პროექტში ცნობილი ქართველი სახეები მონაწილეობენ. პირველ ტურში პროექტი დატოვეს ოთო კოვზირიძემ და ანი ბირთველიშვილმა, რასაც მაყურებელი ნამვდილად არ ელოდა.
მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა
ფრანგი პოლიტიკოსი, ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული ფრონტის“ დამაარსებელი ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟან-მარი ლე პენი იყო საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და ევროპარლამენტის წევრი. ის რამდენიმეჯერ იყრიდა კენჭს საფრანგეთის პრეზიდენტად. 2002 წლის არჩევნებში მოულოდნელად მეორე ტურში გავიდა, როდესაც მემარცხენეების მთავარ კანდიდატს, ლიონელ ჟოსპენს გაუსწრო, თუმცა ჟაკ შირაკთან დამარცხდა.
ცნობილია, მესტიაში მოკლული კაცის ვინაობა და ახალი დეტალები
შსს-მ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დაკავებულია 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვიმზადებენ ვარსკვლავები
14 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეს დღე ხელსაყრელია შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. თუ დაოჯახებული არ ხართ, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, გარშემო მყოფებს საინტერესო იდეები ან გეგმები გაუზიარეთ და შესაძლოა, ვინმემ ახალი, არანაკლებ საინტერესო იდეა მოგაწოდოთ. კურო წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ რთული
რა მოხდა “ცეკვავენ ვარსკვლავებში” რამაც ყველა გააოცა
ტელეკომპანია იმედზე “ცეკვავენ ვარსკვლავების” მორიგი სეზონი დაიწყო. პროექტში არაერთი ცნობილი ქართველი სახე მონაწილეობს. ბევრისთვის მოულოდნელად, პირველივე ტურში პროექტი ოთო კოვზირიძემ და ანი ბირთველიშვილმა დატოვეს, რასაც ბევრი ნამვდილად არ ელოდა.
“რამდენიც გინდა მლანძღეთ და მაგინეთ…” – გია ჯაჯანიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საუბრობს, რომ ძალა დაეკარგა აგრესიას და გაუფასურდა ყველა სალანძღავი სიტყვა, ასევე დაეკარგა ძალა, თბილ და სიყვარულით სავსე დამოკიდებულებას: “ადმიანებმა იმდენი ლანძღეს, იმდენი აგინეს და წყევლეს ერთმანეთი, აგრესიას ძალა დაეკარგა და გაუფასურდა ყველა სალანძღავი სიტყვა.გინება, ლანძღვა, წყევლა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი გახდა და რეაქციებიც დაქვეითდა. ალბათ ხშირად გესმით, როცა ამბობენ: რამდენიც გინდა მლანძღეთ