ახალი შემზარავი ინფორმაცია გუდაურში დაღუპულ 12 ადამიანზე – ცნობილი გახდა მათი ვინაობა
უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში პოლიციამ 12 ადამიანის ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. გარდაცვლილი ქართველი 25 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც მიმტანად მუშაობდა.
გარდაცვლილებიდან 11 – უცხო ქვეყნის, ინდოეთის მოქალაქეა.
როგორც ირკვევა, ინდოეთის მოქალაქეს ახალი გუდაურის ასასვლელთან მარსაგიშვილების კერძო სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც პირველ სართულზე იყო ინდური რესტორანი “ჰაველი”, მეორე სართულზე კი – რესტორნის თანამშრომლების მოსასვენებელი ოთახები, სადაც ღამით ეძინათ. სწორედ მეორე სართულზე დატრიალდა ეს ტრაგედია.
“კერძო სახლია, რომელიც ეკუთვნის მარსაგიშვილებს, მათ მთლიანად ჰქონდათ გაქირავებული. პირველ სართულზე იყო ეს რესტორანი და მეორეზე – საძინებელი ოთახები. წუხელ საშინელი ქარიშხალი და სიცივე იყო, ამიტომ გაითიშა ელექტროენერგია გუდაურში. როგორც ირკვევა, მათ გენერატორი შიდა სივრცეში შეიტანეს და მთელი ღამე ამუშავეს. საუბედუროდ, გამონაბოლქვით არიან გარდაცვლილები, ვერც ერთმა ვერ შეძლო გარეთ გასვლა.
დილით, ჩვეულებრივ, პროდუქტებით დატვირთული მივიდა მამაკაცი, რომელიც ამ რესტორნის მფლობელია – ფართი ჰქონდა დაქირავებული და ამუშავებდა, არც ერთი თანამშრომელი რომ არ დახვდა რესტორანში, ეტყობა, მოიკითხა ისინი, ავიდა მეორე სართულზე, სადაც მათ ეძინათ და იქ მისულს ეს საშინელი სურათი დახვდა. ორი ახალგაზრდა კართან იყო გარდაცვლილი, ხოლო დანარჩენები თავიანთ საძინებელ ოთახებში ნახეს.
წყარო: ambebi.ge