გაუჩინარებულია 8 წლის მოზარდი, ეძებენ მის ცხედარსაც… – პოლიცია მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს
ირლანდიის პოლიციამ, ქალაქ დროგედაში, 8 წლის სკოლის მოსწავლის, კირან დურნინის, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. კირანი მიმდინარე წლის აგვისტოში გაუჩინარდა, თუმცა ირლანდიის პოლიცია ეჭვობს, რომ ის ორ წელზე მეტი ხნის წინ უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული ბავშვის ცხედარი ნაპოვნი არ არის, პოლიცია მის მკვლელობას არ გამორიცხავს.
,,დროგედაში ჩატარებული ახალი ჩხრეკის მიზანი რაიმე მტკიცებულების აღმოჩენა იყო, რამაც შეიძლება ნათელი მოჰფინოს კირანის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს. კირანი 2022 წელს გაუჩინარდა დედასთან ერთად, რომელიც მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში იპოვეს. თუმცა, ამჟამად, შესაძლოა ბიჭი გარდაცვლილია. გამომძიებლებმა დედა-შვილის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა ბავშვის შესაძლო მკვლელობის კვალს ვერ მიაგნეს. პოლიცია დაკავებულ ეჭვმიტანილს დაკითხავს. საქმეზე გამოძიება გაგრძელდება,“ – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.