,,ბადურაშვილს მაშინ სახე გააძვრეს…” – რას იხსენებს ნანკა კალატოშვილი ნინი ბადურაშვილის შესახებ?
მსახიობი და აქტივისტი ნანკა კალატოზიშვილი სოცქსელში გზავნილს ავრცელებს:
– 26 მაისს ბადურაშვილმა ჰიმნი იმღერა და გააძვრეს სახე. აქციის დარბევის მერე როგორ იკადრეო. ვინც ზეიმს აწყობს, ვინც მისვლას აპირებს ბავშვებით, თან, დარბევის და სისხლის ღვრის მერე, აი, ზუსტად ეგ ხალხი აწიოკებდა მაშინ ნინის. პრეზიდენტადაც მიშას ირჩევენ და რა ვიცი. ხარებაც იქვეა. გილოცავთ ნაძვის ხის ანთებას
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქციები მიმდინარეობდა. 26 მაისის დადგომისთანავე, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით, მხუთავი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს.
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე “სახალხო კრების” ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილე 105 პირი დააკავეს. მათ უმრავლესობას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ხულიგნობასა და სხვა შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულში დაედო ბრალი. მიტინგის დაშლის დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი; ასევე, გარდაიცვალა ორი ადამიანი.
მეორე დღეს, ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე აღლუმი ჩაატარა, საქართველოს ჰიმნი კი ნინი ბადურაშვილმა შეასრულა.
- რაც შეეხება ამჟამინდელ რეალობას, კახა კალაძემ გუშინ მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადა.
“მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელმაც დღეს პარლამენტის წინ დაანონსებულ ღონისძიებას პროვოკაცია უწოდა.
რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, იქნება ზეიმი, იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება”, – განაცხადა კალაძემ.