მამაკაცმა ცოლი მოკლა: ქალის დანაწევრებული ცხედარი პარკში იყო გახვეული და ტყეში იპოვეს – უმძიმესი დეტალები
მამაკაცმა ცოლი მოკლა, რომლის დანაწევრებული ცხედარი პოლიციამ სიდნეის აეროპორტის მახლობლად იპოვა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა.
,,პოლიციამ, 33 წლის ჟუოჯუნ სალილის ცხედარი სიდნეის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჯოზეფ ბენქსის პარკში, ნახევრადგახრწნილ მდგომარეობაში, პლასტმასის მასალაში გახვეული იპოვა. ასევე აღმოჩენილია ავტომობილი, რომლითაც მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს, სალილის მეუღლეს ჩაი ბაო რექსჩენს, სავარაუდოდ, მისი ცხედარი გადაჰქონდა.
პოლიცია მკვლელობაში ან მკვლელის გაუჩინარებაში ჩართულ მესამე მხარის იდენტიფიცირებას ცდილობს, რომელმაც შესაძლოა დანაშაულის ჩადენის ადგილზე ცხედრის დამალვა სცადა. ასევე დადგინდა რომ რექსჩენი წარსულში ნასამართლევი იყო ნარკოდანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით,“ – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.