ვარკეთილში მოკლული 25 წლის ბიჭის მამა მძიმე ჭრილობებით კლინიკაში გარდაიცვალა – მომხდარის დეტალები
Article
თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული 25 წლის ბიჭის მამა, რომელიც შემთხვევის დროს დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ, 22 დეკემბერს მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ადგილზე 25 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილი იყო მოკლულის მამა და მეზობელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხათ, მათგან ერთ-ერთი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა დაკავებულია.
წყარო: სინიუსი
You may also like
Post Views: 4,580