დედას ერთადერთი შვილი მოუკლეს, უგულოებმა… – ცნობილია ვარკეთილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა
მკვლელობა მოხდა თბილისში. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის ბიჭი, ასევე დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი.
შემთხვევა გუშინ მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მოკლული ახალგაზრდა 25 წლის მიშო ქავთარაძეა. ცნობილი ხდება, რომ მას რამდენიმე ახალგაზრდა ჯგუფურად დაესხა თავს. ჩხუბი კი მკვლელობით დასრულდა
“საშინელება მოხდა, დედას ერთადერთი შვილი მოუკლეს, უგულოებმა უმოწყალოებმა. მიშოს მამაც დაჭრილია, ძალიან ძალიან მძიმედაა. ჩემი მიშო ისეთი ბავშვი იყო თითით საჩვენებელი. მიშო ადგილზე დაიღუპა. შემდეგ როგორც ჩანს, მამამისს ბესოს მიადგნენ და დაჭრეს” – გვიყვება მოკლულის ახლობელი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.