„ნიუ იორკ პოსტი“: გეი წყვილს, რომელიც იდეალურ ოჯახად აჩვენებდა თავს, 100 წლიანი პატიმრობა შეეფარდა ნაშვილები ვაჟების გაუპატიურებისთვის
გეი წყვილი ჯორჯიის შტატიდან, რომელიც მათი ორი ნაშვილები ვაჟის სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს, სიცოცხლის ბოლომდე გისოსებს მიღმა გატარება მოუწევს. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.
უოლტონის ოლქის პროკურატურის ცნობით, 34 და 36 წლის უილიამ და ზაქარი ზულოკებს, გასულ კვირას მიესაჯათ 100 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.
„ამ ორმა ბრალდებულმა ნამდვილად შექმნა საშინელებათა სახლი და თავიანთი უკიდურესად ბნელი სურვილები ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დააყენეს“, – განაცხადა რაიონულმა პროკურორმა რენდი მაკგინლიმ.
„ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, პროკურორი ასევე მიიჩნევს, რომ “ბრალდებულთა გარყვნილების სიმძაფრე” იმდენად ღრმაა, მათ სასჯელი დამსახურებულად მიიღეს.
რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლ ძმებს, რომლებიც ახლა 12 და 10 წლის არიან, ზულოკების ოჯახმა ისინი სპეციალური საჭიროების ქრისტიანული სააგენტოდან იშვილა.