„კასპერსკის ლაბორატორია“ ყოველდღიურად აღმოაჩენს 467 ათას ახალ მავნე ფაილს, 2023 წელთან შედარებით ეს 14%-ით მეტია
თბილისი, 24 დეკემბერი. 2024 წელს „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა დღეში საშუალოდ 467 ათასი ახალი მავნე ფაილი დააფიქსირეს. ეს 14%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
მავნე პროგრამების ყველაზე გავრცელებული ტიპი კვლავ ტროიანელებია, ანუ მავნე პროგრამები, რომლებიც ახორციელებენ მოქმედებებს, რომლებიც არ არის ავტორიზებული მომხმარებლის მიერ. მათ შეუძლიათ, სხვა საკითხებთან ერთად, მოიპარონ შენახული პაროლები და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, დაშიფრონ ან წაშალონ ფაილები და ჩამოტვირთონ სხვა ტროიანელები. მათი რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა. ასევე 2,5-ჯერ გაიზარდა ტროიან-დროფერების რაოდენობა, ანუ პროგრამები, რომლებიც ინსტალირებულია მსხვერპლის მოწყობილობაზე სხვა მავნე პროგრამის მიწოდების მიზნით, მის შეუმჩნევლად.
კომპანია იუწყება, რომ Windows რჩებათავდამსხმელების მთავარ სამიზნედ: ყოველდღიურად აღმოჩენილი ფაილების 93% ამოპერაციული სისტემისკენ იყო მიმართული. Windows-ზე გამიზნული საფრთხეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2023 წლიდან – 19%-ით. ტოპ 3 მთავარ საფრთხეს მოიცავდა მავნე პროგრამის ვექტორი, რომელიც გავრცელდა სკრიპტებისა და MS Office დოკუმენტების სხვადასხვა ფორმატში. ის შეადგენდა ყოველდღიურად აღმოჩენილი მავნე ფაილების 6%-ს.
„საფრთხეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რადგან თავდამსხმელები აგრძელებენ მომხმარებლებისა და ორგანიზაციების თავდასხმის ახალი მავნე პროგრამების, ტექნიკისა და მეთოდების შემუშავებას. ჩვენ ვაფიქსირებთ სახიფათო ტენდენციებს, როგორიცაა კონტრაქტორების თავდასხმები და მიწოდების ჯაჭვის შეტევები, მათ შორის ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფაში (მაგალითად, backdoor-ის დანერგვა XZ-ში, პოპულარული ღია კოდის შეკუმშვის ხელსაწყო, რომელიც ხშირად გვხვდება Linux დისტრიბუციებში). ადგილი ჰქონდა მასიურ ფიშინგურ და მავნე კამპანიებს, რომლებიც მიზანში იღებდა Telegram-ის და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებს, ასევე იზრდებოდა მობილური ბანკინგის ტროიანელების რაოდენობაც. რა თქმა უნდა, თავდამსხმელებმა განაგრძეს მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენება ახალი მავნე პროგრამების შესაქმნელად და ფიშინგის შეტევების ეფექტურობის გასაზრდელად. განვითარებადი კიბერ საფრთხის ლანდშაფტში უსაფრთხოების მძლავრი გადაწყვეტილებების გამოყენება გადამწყვეტია. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები ყოველთვის მზად არიან დაუპირისპირდნენ ახალ და რთულ კიბერ საფრთხეებს, უზრუნველყოფენ მომხმარებლებისა და ორგანიზაციების უსაფრთხოებას“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ ანტივირუსული კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვლადიმერ კუსკოვი.
კომპანიის რჩევები ინდივიდუალური და კორპორატიული მომხმარებლების კიბერ საფრთხეებისგან დაცვის შესახებ ნახეთ აქ.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ შესახებ
„კასპერსკის ლაბორატორიაა“ არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც მუშაობს ინფორმაციის უსაფრთხოებისა და ციფრული კონფიდენციალურობის სფეროში 1997 წლიდან დღემდე. კომპანიამ დაიცვა 1 მილიარდზე მეტი მოწყობილობა მასიური კიბერ საფრთხეებისა და მიზანმიმართული თავდასხმებისგან. მისი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მუდმივად გარდაიქმნება ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და სერვისებში, რათა დაიცვას ბიზნესი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამთავრობო უწყებები და რიგითი მომხმარებლები მთელს მსოფლიოში. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ვრცელი პორტფოლიო მოიცავს მოწინავე ტექნოლოგიებს ბოლო წერტილების დასაცავად, სპეციალიზებული პროდუქტებისა და სერვისების სპექტრს, ასევე კიბერ-იმუნურ გადაწყვეტილებებს კომპლექსურ და მუდმივად განვითარებად კიბერ საფრთხეებთან საბრძოლველად. ჩვენ ვეხმარებით 200 000 კორპორატიულ კლიენტს მთელს მსოფლიოში დაიცვან ის, რაც მათთვის ყველაზე ღირებულია. დამატებითი დეტალები იხილეთ www.kaspersky.com -ზე.