სისხლიანი ანგარიშსწორება სკოლის მოსწავლეებს შორის: დაჭრილია 16 წლის ბიჭი – დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი 14 წლის მოზარდია, რომელიც მას რამდენჯერმე ჩაუსაფრდა!
თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია.
16 წლის გიორგი ბლიაძეს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული.
დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისის ასაკის გამო არ განხორციელდა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა, ის 16 წლის გიორგი ბლიაძეს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა. გარდა ამისა, როგორც დაჭრილის დედა ამბობს, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 წლის მოზარდი მასაც აედევნა.
დაჭრილი, ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გაიჩხრიკა ეჭვმიტანილის სახლი, საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა დაჭრილის დედა და ძმა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დააკავეს. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებოთ გამოძიება სისხლის სამარტრლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინმარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: რუსთავი 2