„მორჩა შენი ტყუილების მოსმენა, ვეღარ დაგვაბოლებ, რისთვის აიღე მილიონები!“ – კეზერაშვილი, დიმიტრი ჩიქოვანის მეშვეობით, სალომე ზურაბიშვილსგან თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს?!
გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რისი უფლებაც ზურაბიშვილს არ აქვს, მაგრამ როგორც ირკვევა, ოპოზიციას მისცა პირობა, რომ დანიშნავდა ვადამდელ არჩევნებს, ასევე დაპირდა, რომ იზრუნებდა არჩევნების არალეგიტიმაციისთვის და ამ საკითხს საფრანგეთის პრეზიდენტის დახმარებით შეძლებდა.
პირობა ასეთი იყო – რადიკალური ოპოზიცია უზრუნველყოფდა უწყვეტ ქუჩის აქციებს, ხოლო ზურაბიშვილი იმუშავებდა საგარეო ფრონტზე. ზურაბიშვილს კონსულტაციები ჰქონდა ასევე ძებნილ დავით კეზერაშვილთან, რომელიც აფინანსებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ზურაბიშვილმა ვერ უზრუნველყო საერთაშორისო იზოლაცია, მათ შორის ლეგიტიმაციის საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნა. 22 დეკემბერი იყო ერთგვარი პიკი, როდესაც რადიკალებმა უზრუნველყვეს რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვნა იმ იმედით, რომ სალომე ზურაბიშვილი დანიშნავდა ვადამდელ არჩევნებს, რაც არ გააკეთა და ოპოზიციას შეუთვალა, რომ ამით კანონს დაარღვევდა.
for.ge-ს ინფორმაციით, ზურაბიშვილის ამ განცხადებიდან ცოტა ხანში ორბელიანების სასახლეში ესტუმრა კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც ზურაბიშვილისგან ითხოვდა პასუხს რატომ არ პასუხობდა ძებნილი დავით კეზერაშვილის სატელეფონო ზარს. როგორც ირკვევა, ჩიქოვანმა პრეზიდენტს განკითხვის დღე მოუწყო: „მორჩა შენი ტყუილების მოსმენა; ვეღარ დაგვაბოლებ; რისთვის აიღე მილიონები?!“ როგორც ირკვევა, ზურაბიშვილი ოპოზიციას ჰპირდებოდა, რომ მაკრონთან მოაგვარებდა სიტუაციას და დაანიშნინებდა არჩევნებს. მეტიც, მისი მხრიდან იყო პირობა, რომ ეუთო-ოდირის დასკვნა იქნებოდა მძიმე, რაც აიძულებდა ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნას, რისთვისაც მან დამატებით თანხა მოითხოვა ე.წ. ლობისტებისთვის. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, რომელიც ამ ყველაფერში იქნა გადახდილი, უფრო სწორედ გადაყრილი, რადგან ზურაბიშვილმა ვერც ვერაფერი გააკეთა. სხვათა შორის, როგორც for.ge-სთან წყარო ამბობს, კეზერაშვილის გარდა, თანხა ზურაბიშვილს მამუკა ხაზარაძისგანაც აქვს აღებული.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, როდესაც ვიღაცა, ვიღაცას ულტიმატუმს უყენებს, მას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა და გავლენა, რომ ეს ულტიმატუმი შესრულდება. საინტერესოა სალომე ზურაბიშვილს რა ბერკეტები გააჩნია იმისათვის, რომ აიძულოს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ წავიდეს მასთან მოლაპარაკებებზე იმისათვის, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები?
„არავითარი ბერკეტი არ გააჩნია გარდა იმ ეფემერული მხარდაჭერისა, რაც აქვს ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ამ დღეებში ხშირად ახსენებენ მის სახელს, მიიჩნევენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მე მგონია, რომ აპირებენ 29 დეკემბრამდე აქ ჩამოსვლას. ხალხის ლეგიტიმაცია მას არ გააჩნია, აქვს ძალიან მცირე რაოდენობის მხარდაჭერა, რომლებიც მას მიტინგზე ეგზალტირებულად ესალმებოდა. სხვა ბერკეტი არ აქვს.
მეორე – ულტიმატიმს აბსოლუტურად გამოცლილი აქვს კონსტიტუციური საფუძველი. ასე, რიგგარე არჩევნები არ ინიშნება. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი, რა შემთხვევაში ინიშნება რიგგარეშე არჩევნები. აქედან გამომდინარე, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ბოლო გასროლა, რაც დასჭირდა იმიტომ, რომ აჩვენებს დასავლეთს ის ჯერ კიდევ არის აქტიური“ – განუცხადა for.ge-ს ანჯაფარიძემ
წყარო: for.ge