„ვიღაც ამაზრზენი ქაჯი დემონსტრაციულად არღვევს კანონს, დადის ბასლანში პორშეთი, ხელზე როლექსის საათით ეფერება ლომის ბოკვერს… გულისამრევი სოგოიმე“- ეკა კვესიტაძე ლაშა ბექაურზე (ვიდეო)
Article
ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე:
იმაზე უფრო სწრაფად დავუახლოვდით ჩეჩნეთს, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. გუშინდელი დღე ამის ნათელი მაგალითი იყო – ვიღაც ამაზრზენი ქაჯი დემონსტრაციულად არღვევს კანონს, დადის ბასლანში პორშეთი, ხელზე როლექსის საათით ეფერება ლომის ბოკვერს. ასეთი გულისამრევი სოგოიმე და კანონდარღვევა ერთად ისეთი კოკტეილია, რომ ნებისმიერ ადამიანს ეთიკურადაც და ესთეტიკურადაც შოკს მოგვრისგუშინვე ნიღბიანი, ავტომატიანი ბანდიტები ჯერ სავარჯიშო დარბაზში (ასპრიაში), მერე რიყეზე ირანელების კლუბში (თვითმხილველმა მითხრა, რომ 70 კაცამდე იქნებოდნენ, გადაშავებულო იყო ყველაფერი კლუბის გარშემო) ეძებდნენ დაპირისპირებული ბანაკიდან თავისნაირ ბანდიტს. ამ ორი ბანდის (ხარება-სინჯიკაშვილის) დაპირისპირების კულმინაციური ეპიზოდი ჯერ წინ გვაქვს.
@lashabekauri bubu🥰 #georgia🇬🇪 ♬ som original – GG Song🎵
You may also like
Post Views: 2,028