ახლახან ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა
ქართველი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა. მედიკოსი 72 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სამძიმარს გამოთქვამს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ჩემი ახლო მეგობრის, ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში.გამოჩენილი ქართველი ექიმების შთამომავალი, თვითონ მედიცინის დიდი ინოვატორი, უზარმაზარი რეპუტაციით სარგებლობდა ამერიკაში და ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით.
ჩემი თხოვნით მან პირველად შექმნა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის “ემერჯენსი” 2005 წელს. ეს იყო ადამიანი, რომლის მთავარი მოწოდება იყო სხვა ადამიანების დახმარება.
მანამ, სანამ უშვებდნენ, ეტლით მოდიოდა ჩემთან ყოველდღე, რუსთავის ციხეში. შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ღრმად ავადმყოფს “კოლეგები” 3-4 საათი აცდევინებდნენ ხოლმე ყინვაში და თოვლში გარეთ და მაინც ბოლომდე უხმოდ იტანდა ამ დამცირებას, ოღონდ რამდენიმე წუთით მაინც ვენახე მისი პაციენტი. ძალიან კეთილშობილი ადამიანი დააკლდა ჩვენს პლანეტას“ , – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.