6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
Article
რუსეთში, იაპონიის საზღვრის სიახლოვეს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა წყნარ ოკეანეში, იაპონიის ჩრდილოეთით, იუჟნო-სახალინსკიდან 643 კილომეტრის დაშორებით. შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 16:47 საათზე.
ამ დროისთვის ინფორმაცია მსხვერპლისა და ზიანის შესახებ არ გავრცელებულა.
რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მსგავსი მიწისძვრები ხშირია, რადგან ეს ზონა ტექტონიკურ ფირფიტებზე მდებარეობს და სეისმურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.
You may also like
Post Views: 1,582