სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა – კიდევ ერთი საშინელი ტრაგედიის დეტალები
სამხრეთ კორეაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 151-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei Asia ეროვნულ სახანძრო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ეტაპზე, ცნობილია 2 გადარჩენილის შესახებ – არსებული ცნობით, ორივე მათგანი ეკიპაჟის წევრია.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Jeju Air-ის კუთვნილმა ბოინგ 737-800-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა იმ დროს განიცადა, როდესაც მუანის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაშვებულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს ბორბლები არ გაეხსნა, რის გამოც, ასაფრენ ბილიკზე კორპუსით დაეცა.
საჰაერო ხომალდში 181 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 ეკიპაჟის წევრი იყო, 175 კი მგზავრი.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება. როგორც Nikkei Asia წერს, არსებობს მოლოდინი, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.