ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2024 წელს გარდაიცვალნენ და წარუშლელი კვალი დატოვეს საზოგადოებაში

ყოველ წელს ახლავს დანაკლისი, თუმცა, ყველაზე მძიმე, რასაკვირველია, ადამიანური დანაკარგია. გამონაკლისი არც 2024 წელი ყოფილა. წლის მიწურულს, დროა, იმ ცნობილი ადამიანების სახელებს გადავავლოთ თვალი, რომლებიც გასული 12 თვის განმავლობაში გარდაიცვალნენ, რომელთა შორის მსოფლიოში არაერთი ცნობილი ხელოვანი, სპორტსმენი თუ სხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანია.
1. დავით ბერეკაშვილი – საერთაშორისო კლასის დამსახურებული ქართველი არბიტრი, დავით ბერეკაშვილი 50 წლის ასაკში, პირველ იანვარს გარდაიცვალა.
საერთაშორისო კლასის დამსახურებული ქართველი არბიტრი ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ქართულ კალათბურთს.
2. კაკული გურიელაშვილი – ცნობილი მომღერალი 5 იანვარს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომღერალი როგორც ისრაელში, ასევე საქართველოში ცნობილი შემსრულებელი იყო. იგი სცენაზე 50 წლის განმავლობაში იდგა – მისი ხმა და შესრულება მსმენელს დიდხანს გაჰყვება და ემახსოვრება.
3. ალეკო დათებაშვილი – ქართული ტელევიზიის და კინოს მემატიანე 5 იანვარს გარდაიცვალა.
„უკეთილშობილესი და უთბილესი პიროვნება, შესანიშნავი და ერთგული მეგობარი, უმაღლესი დონის პროფესიონალი, ქართული ტელევიზიის და კინოს ნომერ პირველი მოამაგე და მემატიანე…
მისი სახელი იცის ყველამ, ვისაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში შეხება ჰქონდა ქართულ კინოსთან და ტელევიზიასთან…“, – წერდა ზაზა შენგელია.
4. იოანე სიჭინავა – ბათუმისა და ლაზეთის მღვდელმსახური, რომელიც 7 შვილის მამა იყო, 10 იანვარს გარდაიცვალა.
მამა იოანე გამოირჩეოდა კეთილ-კრძალულობით, უბრალოებით და მოყვასისადმი სიყვარულით და თავდადებით.
5. შოთა მელაძე – რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის მამა 20 იანვარს გარდაიცვალა.
მელაძეების მამა მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ შოთა მელაძის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა.
6. რამაზ გოგობერიშვილი – ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეგენდარული სპორტსმენი, რომელიც 21 იანვარს გარდაიცვალა, საქართველოს სამგზის ჩემპიონი იყო.
7. ნიკოლოზ ღლონტი – თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის (ანჩისხატის) ტაძრის ყოფილი მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ღლონტი) 23 იანვარს გარდაიცვალა.
8. ვახტანგ გაჩეჩილაძე – ყველასათვის საყვარელი ექიმი, ვახტანგ გაჩეჩილაძე 1 თებერვალს გარდაიცვალა.
„ის იყო უდიდესი პროფესიონალი, გამორჩეული გულისხმიერებითა და ადამიანობით“, – წერდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია.