სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – რას წერს ადგილობრივი მედია
Article
ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში.
გალის რაიონ სოფელ საბერიოში, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია “აიაშარა“ ტელეგრამარხზე წერს, ხანძარი ჩოლარიების სახლში გაჩნდა. ცეცხლმა მთლიანი შენობა წუთებში მოიცვა, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
სამწუხაროდ მეხანძრე-მაშველებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე გალის რაიონის ე.წ. გამგებელი კონსტანტინე ფილია მივიდა.
You may also like
Post Views: 1,154