„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა, ბავშვები ბებიას დაუტოვა…“ – რას წერენ მომხდარ ხანძარზე, რასაც 5 ბავშვი ემსხვერპლა
Article
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ჟურნალისტი სალომე გოგოხია ეხმაურება.
როგორც ჟურნალისტი წერს, ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა კი მის სანახავად წავიდა. მამამ ბავშვები ბებიას დაუტოვა, რა დროსაც შემზარავი ამბავი მოხდა.
„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა, ბავშვები ბებიას დაუტოვა… ერთი მაინც გადარჩენილიყო, რა მოხდებოდა. ჩემო აფხაზეთო, რა ვერ გამოვისყიდეთ ასეთი, ეს რა ტანჯვაა. არ მეგულება სიტყვა, რით შეიძლება ანუგეშო მშობლები. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მათ…“ – წერს სალომე გოგოხია.
You may also like
Post Views: 6,317