“საოცარი ამბავი მაქვს” – რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:
“საოცარი ამბავი მაქვს.
სულ ვიცოდი რომ ერთ დღეს, ჩემი ოცნება, ფონდი სტუდენტების მეგობარი გამხდარიყო ნამდვილი ამბავი გახდებოდა.
TBC – თიბისიმ ნანუკას ფონდისთვის გამოყო ფინანსური რესურსი სტუდენტების დასახმარებლად.
იმ სტუდენტების, რომლებიც დაზარალდით აქციების დროს, ხართ გაფიცულები, რომლებმაც ამ პროცესების გამო დაკარგეთ სამსახურები და ვეღარ იხდით სწავლის და ქირის თანხას.კომენტარებში ნახავთ სპეციალურ აპლიკაციას, შეავსეთ და დაელოდეთ ჩვენს უკუკავშირს.
Tიბისი ბანკს ჩემგან მადლობა და კონკრეტულ ადამიანებს განსაკუთრებით. თუ უფლებას მოვიპოვებ, მათზე ცალკე დავწერ სტუდენტებო, დავიწყეთ საოცარი ამბავი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს მხოლოდ!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.