როგორი იქნება 2025 წლის პირველი სავსე მთვარე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2025 წლის პირველ სავსე მთვარეს მგლის მთვარე ეწოდება. ის ასოცირდება მისტიციზმთან და მარტოობასთან, მაგრამ ამ მთვარის სეზონზე, მარტოობა არის ის, რაც თავიდან უნდა აიცილოთ.
რა არის მგლის მთვარე
ასტროლოგის თქმით, სახელი მგლის მთვარე სათავეს იღებს უძველესი ტრადიციებიდან, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებასთან, ცხოველებზე დაკვირვებებთან და ადამიანების ცხოვრების სეზონურ მახასიათებლებთან. იანვრის გრძელ, ცივ და წყნარ ღამეს მგლების ხროვა სანადიროდ გამოდიოდა, მათი ყვირილი უფრო ხშირად ისმოდა, უფრო ხმამაღალი იყო და ხალხი მას მისტიკურად თვლიდა.
სავსე მთვარე 14 იანვარს დადგება. ეს იქნება წლის პირველი სავსე მთვარე კირჩხიბის ემოციურ და ოჯახურ ნიშანში.
იანვრის სავსე მთვარე კირჩხიბში – რა ხდის მას განსაკუთრებულს
იანვარში სავსე მთვარე დადგება ზოდიაქოს ნიშნის კირჩხიბის მესამე ათწლეულში და, უპირველეს ყოვლისა, ყველა ნიშანს შეახსენებს მჭიდრო კავშირებისა და სენსუალური ურთიერთობების მნიშვნელობას. სავსე მთვარის შეერთება რეტროგრადულ მარსთან (რომელიც დაიწყო 2024 წლის 6 დეკემბერს და დასრულდება ამ წლის 27 თებერვალს) მოგცემთ შანსს გადახედოთ წარსულს, დაშვებულ შეცდომებს, გამოასწოროთ ისინი და თავდაჯერებულად წახვიდეთ წინ.
კირჩხიბი ასევე მთვარის მიერ მართული ნიშანია. ასტროლოგიაში ის ყოველთვის იყო ზრუნვის, ემოციების, ქალურობის და ბუნებრივი რიტმების ციკლური ხასიათის სიმბოლო.
მგლის მთვარის ასტროლოგიური მნიშვნელობა გიბიძგებთ დაფიქრდეთ სამყაროში თქვენს ადგილებზე, გადახედოთ თქვენს მიზნებს და გააერთიანოთ რესურსები ახლობელ და ძვირფას ადამიანებთან გადარჩენისა და გაზრდილი კომფორტისთვის. ეს სავსე მთვარე აძლიერებს ინტუიციას, ინსტინქტებს, შინაგან ძალას, ხელს უწყობს კლანის გაერთიანებას და ოჯახის აღდგენას.
როგორ იმოქმედებს 2025 წლის იანვარში სავსე მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე
ასტროლოგის აზრით, ნებისმიერ სავსემთვარეობას ზოდიაქოს აბსოლუტურად ყველა ნიშანი გრძნობს, რადგან ის ყოველთვის ასოცირდება კულმინაციასთან და დასრულებასთან. ამ პერიოდში ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ რაზეა მზად უარი თქვას, რათა მშვიდად და ჰარმონიულად იცხოვროს.
როგორი იქნება იანვარში სავსე მთვარე ვერძი, სასწორი, თხის რქა
იანვრის სავსე მთვარეზე რთული პერიოდი – 13-დან 16-მდე – ვერძის, სასწორისა და თხის რქის მესამე ათწლეულში დაბადებულებს ელის. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც დაიბადნენ 9-12-დან 19-22 აპრილამდე. შესაბამისად იქნება ოქტომბერში და იანვარში. ეს არის დაძაბული სიტუაციების პერიოდი ცხოვრების ყველა სფეროში, ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყოთ.
რას მოუტანს კირჩხიბს 2025 წლის პირველი სავსე მთვარე
კირჩხიბებიც იგრძნობენ სავსე მთვარეს – შესაძლოა მათ ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდეს. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მომატებული ემოციურობის ფონზე არ ჩაიდინოთ ისეთი ქმედებები, რასაც მოგვიანებით ინანებთ. თუ სავსემთვარეობის დღეებს მშვიდად გაატარებთ, დააკვირდებით რა ხდება, შეგიძლიათ ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ ისწავლოთ თქვენთვის.
როგორი იქნება 2025 წლის იანვრის სავსე მთვარე თევზებისა და მორიელებისთვის
ზოდიაქოს წრის სხვა წარმომადგენლებზე მეტად იღბლიანები იქნებიან თევზები და მორიელები , რომლებიც დაიბადნენ დაახლოებით 10-11-დან 20-21 მარტამდე და ნოემბერში, შესაბამისად. მათთვის სავსემთვარეობის პერიოდი შედარებით ადვილი და უდარდელი იქნება.