(PHOTO) ცნობილი ადამიანი, რომლებიც კარმულ წლებში გარდაიცვალნენ – მიხეილ ცაგარელი
ზოდიაქოს ნიშნების კარმული წლები და პიროვნების 7-წლიანი განვითარების ეტაპები – ამ საინტერესო თემის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „პოსტ ალიონის“ ეთერში საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
„ადამიანი გადის გარკვეულ წლებს ცხოვრებაში და უახლოვდება კარმულ წლებს, როდესაც იგი სამყაროს და კოსმოსს აბარებს ერთგვარ გამოცდას, თუ როგორ გაიარა წინა პერიოდი.
ერთადერთი, რასაც სამყარო სიცოცხლის ბოლოს მოგთხოვს ეს იქნება სულის ევოლუციური ზრდა, და არა ის თუ რამდენი სახლი და ფული გქონდათ.
თუ რომელიმე წელში დადებითი ცვლილებები მოხდა, ოჯახი შექმენით, სახლი იყიდეთ, მანქანა შეიძინეთ, განვითარდით კარიერულად, ამით სამყარო გასაჩუქრებთ და გეუბნებათ, რომ სულის ევოლუციური ზრდა სწორად გაიარეთ.განგებას აინტერესებს, მიხვდით თუ არა რისთვის ხართ ამ ქვეყნის სტუმარი. იყავით ფრთხილად თორემ ამ ქვეყნიდან წაყვანის და პრობლემების ტენდენცია იქნება მაღალი“, – ამბობს ასტროლოგი.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, კარმულ წლებში გარდაცვალება, განგების ნებაა და დაშვებული შეცდომების გამო ამ სამყაროდან ადამიანების სულის გაყვანა ხდება, მიუხედავად იმისა, რა დიდება და სახელი მოიხვეჭეს დედამიწაზე არსებობის მანძილზე.
კარმულ წლებში გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები არიან👇
26 წელი – გარდაიცვალა ჟურნალისტი გიორგი სანაია, მწერალი გურამ რჩეულიშვილი, პოეტი ლადო ასათინი
27 წელი – მიხეილ ლერმონტოვი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, სერგეი ესენენი, ლორდ ბაირონი
36 წელი – პრინცესა დაიანა, მერილინ მონრო, მოდილიანი
37 წელი – პუშკინი, მაიაკოვსკი, მოცარტი, რაფაელო, ვანგონი.