ავიაკატასტროფას მხოლოდ 12 წლის გოგო და პილოტი გადაურჩნენ
Article
ბრაზილიაში, მაშველებმა, 12 წლის გოგონა, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა, ტყეში იპოვეს და გამოიყვანეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვერტმფრენი უამინდობის გამო ჩამოვარდა. ვერტმფრენში სულ 4 ადამიანი, 12 წლის გოგო, მისი მშობლები და პილოტი იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფას გოგოს მშობლები ემსხვერპლნენ, პილოტი და მოზარდი კი გადარჩნენ.
მაშველებმა გადარჩენილები ავიაკატასტროფის მეორე დღეს ტყეში იპოვეს. ისინი სან-პაოლოს საავადმყოფოში იმყოფებიან.
You may also like
Post Views: 1,633