თურქეთში საშინელი ხანძრის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა – დაღუპულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია
Article
თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საათზე მოხდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ბიძგები იზოლირებული შემთხვევაა და უფრო ძლიერი მიწისძვრა რეგიონში არ განმეორდება.
რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, იქ ვითარება ტრაგიკულია. გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 77 ადამიანს მიაღწია.
You may also like
Post Views: 447