სადრენაჟო სისტემის დასათვალიერებლად ამოჭრილ ორმოში სამი ადამიანი ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა – საშინელი ტრაგედიის დეტალები
Article
გაგრაში უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტექნიკა და მუშები დაიქირავა, რათა სადრენაჟო სისტემა გაეთხარათ. მოგვიანებით ის ორ ახლობელთან ერთად ამოჭრილ ორმოში, სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა.
ადგილზე “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური” გამოიძახეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
You may also like
Post Views: 3,700