ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა – საშინელ ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა – უმძიმესი დეტალები
Article
გაერთიანებულ სამეფოში, დასავლეთ იორკშირში, სამი თინეიჯერი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც BBC წერს, სამივე ადამიანი – 18 წლის მძღოლი და კიდევ ორი პირი (ორივე 19 წლის) ადგილზევე დაიღუპნენ.
მედიის ცნობით, მანქანაში სულ 5 ადამიანი იყო. გადარჩენილი ორი მგზავრიდან, ერთი მამაკაცი, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით, საავადმყოფოში რჩება, მეორე კი მსუბუქად დაზიანდა.
წყარო: rustavi2.ge
You may also like
Post Views: 1,202