20 წლის წინ დაკარგული შვილი დედამთილმა შვილის საცოლეში ამოიცნო – ქორწილი მაინც შედგა და ქალი ერთდროულად გახდა დედაც და დედამთილიც
ჩვილების მოპარვის საქმეზე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არაერთი მძიმე ისტორია მოვისმინეთ. როგორ ატყუებდნენ მშობიარობის შემდეგ ქალებს, რომ მათი შვილი დაიღუპა, ჩვილებს კი გარკვეულ ფასად უშვილო წყვილებზე ყიდდნენ.
ჩვილების გაყიდვის საქმე არაერთი ქვეყნისთვის იქცა ტრაგედიად, განსაკუთრებულად ბოლო წლებში, როდესაც უამრავი ადამიანი იკეთებს დნმ-ის ანალიზს და ამ გზით ბიოლოგიურ მშობლებს პოულობენ. დიდი ნაწილი არკვევს, რომ მათ შვილი გარდაცვლილი ეგონათ.
მსგავსი შემთხვევები ხშირია ჩინეთშიც, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, იქ მცირეწლოვან ბავშვებს იტაცებენ და ყიდიან. მაგალითად 2021 წელს, ქორწილში მომხდარმა ფაქტმა, მსოფლიო შეძრა, როდესაც საქმროს დედამ 20 წლის წინ დაკარგული საკუთარი ქალიშვილი იპოვა და ის მისი მომავალი რძალი აღმოჩნდა. ქალი ერთდროულად გახდა დედაც და დედამთილიც.
2021 წელს ჯიანსუს პროვინციის სუჟოუში ქორწილი კინოს ჰგავს. ცერემონიის დროს საქმროს დედამ პატარძლის ხელზე ზუსტად ისეთი ნიშანი შენიშნა, როგორიც 20 წლის წინ მის გაუჩინარებულ ქალიშვილს ჰქონდა. საქმროს დედა ძალიან შეძრწუნდა და დაუყოვნებლად ჰკითხა პატარძლის მშობლებს, იყო თუ არა გოგონა მათი ბიოლოგიური ქალიშვილი. წყვილი შოკში ჩავარდა, რადგან არავინ იცოდა საიდუმლოს შესახებ და გაუკვირდათ, როდესაც მსგავსი კითხვა დაუსვეს. საქმროს დედის თქმით, 20 წლის წინ, მათი ქალიშვილი გაუჩინარდა და ვეღარ იპოვეს. პატარძლის დედამ აღიარა, რომ მრავალი წლის წინ გზის პირას გოგონა აიყვანეს და ის მათთვის ქალიშვილი გახდა.
პატარძალი გაოგნებული იყო როდესაც გაიგო, რომ ქალი, რომელიც მისი დედამთილი უნდა გამხდარიყო, ბიოლოგიური დედა აღმოჩნდა. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ქორწინებას, რადგან აღმოჩნდა, რომ მისი საქმროც ნაშვილები იყო და ის პირველი შვილის გაუჩინარების შემდეგ, აიყვანეს.