(VIDEO) ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა – მომხდარი შემთხვევის კადრები მედიაში ვრცელდება
Article
აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
თავდასხმის კადრები მედიაში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ დათვი მამაკაცს მიუახლოვდა, თავს დაესხა და კბენა დაუწყო. პენსილვანიის ნადირობის კომისიის განცხადებით, მსგავსი ქმედება დათვებს არ ახასიათებთ და ეს ნორმალური არ იყო.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის შემდეგ დათვი ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული.
„ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული. დაზარალებული სრულად გამოჯანმრთელდება და ჩაუტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.
You may also like
Post Views: 1,111