ნინი ბადურაშვილი ტელეკომპანია „იმედიდან” წავიდა – რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება და არის თუ არა მომღერალი ქუჩაში მიმდინარე პროტესტის გულშემატკივარი?
ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი” დატოვა. გადაცემა „პრაიმშოუში”, რომლის წამყვანიც რვა წლის განმავლობაში იყო, ახლა მას ეკო ფანგანი ჩაანაცვლებს. გადაცემის წამყვანებად რჩებიან ნინო ნადირაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე და ირაკლი მაქაცარია. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პროცესების გართულების ფონზე, გადაცემა ნინიმდე სალომე ღვინიაშვილმა დატოვა, თუმცა მოდელსა და ტელეწამყვანს, მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
ნინი ამბობს, რომ ახლა სიმღერისთვის უფრო მეტი დრო დარჩება ვიდრე აქამდე. მომღერალს ასევე წინასაახალწლო კონცერტების პერიოდში ქართული ესტრადის მისამართით წამოსულ ბულინგზე ვესაუბრეთ, როდესაც მათ დიდ ნაწილს, სამთავრობო კონცერტებზე უარის თქმამ მოუწიათ, ზოგმა კი რესტორნებში საახალწლო საღამოები გააუქმა
„ვფიქრობ, რომ ერთი ეტაპი დასრულდა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ეს დრო გავატარე. ვფიქრობ, სხვა რაღაც დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში, მუსიკით უფრო მეტად დავკავდე.
დიდი ხანი ვიყავით ერთად, მადლობას ვეტყვი ნოეს, რომ მომცა საშუალება ამ კუთხით მეცადა თავი. რვა წლის განმავლობაში არაჩვეულებრივი დღეები გვქონდა, ყველა მათგანი ჩემი მეგობარია
ბევრი კარგი რამ გადამხდა იქ და მიყვარს ეს ტელევიზია. მხოლოდ “პრაიმშოუ” არა, მანამდე სხვა პროექტებიც იყო, რომლებშიც ვმონაწილეობდი. 20 წლის მივედი პირველად ამ არხზე. უბრალოდ, ახლა ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.
ვერასოდეს ვეტყვი რომელიმე მომღერალს, რომ სადღაც არ იმღერონ, მე ამის უფლება არ მაქვს. მე ვიცი, როგორი რთულია მათთვის ცხოვრება. ჩვენ არ ვართ ფუფუნებაში რომ ბევრი კონცერტი გვქონდეს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ელოდებოდა ზამთრის კონცერტებს, მსმენელებს ვერც წარმოუდგენიათ, რომ ბევრი მომღერალი ელოდებოდა ამ კონცერტებს, რომ ელემენტარულად გადასახადები გადაეხადათ.
ძალიან არ მომწონს აგრესიული შევარდნები ადამიანების გვერდებზე სოციალურ ქსელში და მითითება როგორ უნდა მოიქცნენ. რატომღაც მომღერლები არიან ყველაზე თვალშისაცემები, ადამიანები, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან. ისინი ისეთ დაბალ ხელფასზე ცხოვრობენ, რომ არ გვაქვს ჩვენ ამის უფლება.
მე ჩემი გადაწყვეტილებით გავაუქმე. ქვეყანაში არსებული ფონი იმდენად მამძიმებდა და იმდენად არ ვიყავი საახალწლო განწყობაზე, რომ ჩემი ხასიათიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტე არ მემღერა, არ მქონდა ამის სურვილი. მაგრამ მე ვერასოდეს ვეტყვი ადამიანს, რომ შენ არ იმღეროო, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ბევრი მომღერალი ელოდებოდა ახალ წელს, რომ გაზისა და სინათლის ფული გადაეხადა.
მე ჩემი გადაწყვეტილებით გავაუქმე. ქვეყანაში არსებული ფონი იმდენად მამძიმებდა და იმდენად არ ვიყავი საახალწლო განწყობაზე, რომ ჩემი ხასიათიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტე არ მემღერა, არ მქონდა ამის სურვილი. მაგრამ მე ვერასოდეს ვეტყვი ადამიანს, რომ შენ არ იმღეროო, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ბევრი მომღერალი ელოდებოდა ახალ წელს, რომ გაზისა და სინათლის ფული გადაეხადა”, – განაცხადა ბადურაშვილმა.
წყარო: ambebi.ge