30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დღის პირველი ნახევარი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დღის ამ მონაკვეთში უნდა დაგეგმოთ. დიდი ცდუნების წინაშე დგახართ, რომ პრობლემების გადაჭრა სამომავლოდ გადადოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ეს შეცდომა არ დაუშვათ, თორემ მერე შეიძლება ძალიან გვიან იყოს! სამსახურში პროვოკაციას ნუ აჰყვებით და კონფლიქტისგან თავი შორს დაიჭირეთ.
კურო
საღამოს თქვენი სასიცოცხლო ენერგია დაიკლებს და განწყობა გაუარესდება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საქმეები დღის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმოთ. ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. ამ დღეს ნებისმიერი შენიშვნა გაღიზიანებთ, ამიტომ გაუგებრობა და დაძაბულობა შეიძლება საყვარელ ადამიანებთან საუბარშიც კი წარმოიშვას. ფრთხილად იყავით და ეცადეთ ბოროტად არ გამოიყენოთ!
ტყუპები
მომატებული ემოციური ფონის გამო ამ დღეს ყველაფერი გაღიზიანებთ და სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ. შეიძლება სხვისი მოვალეობების შესრულება ან სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ. ამ დღეს ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. შუადღისას გამონახეთ დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.
კირჩხიბი
წარმატებული და ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ სამომავლოდ გადადებული საქმეები დაასრულოთ. შესაფერისი დღეა კვალიფიკაციის ამაღლებისა ან ახალი საქმის შესწავლისთვის. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება სპონსორები ან ბიზნესპარტნიორები იპოვოთ. ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების პროდუქტების ხარისხს. მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, სასურველია მხოლოდ ახალი და ჯანსაღი პროდუქტები მიირთვათ.
ლომი
გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დილისთვის დაგეგმოთ. ლანჩის შემდეგ თქვენი ენერგია და შრომისნაყოფიერება დაიკლებს და შეფერხებები წარმოიქმნება. დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ვიღაც თქვენთვის მოცემულ სიტყვას არ შეასრულებს. საღამომდე ოჯახური კონფლიქტისა და ნათესავებთან უთანხმოების ალბათობა იზრდება. ურთიერთობების გარკვევის ნაცვლად, ეცადეთ, ხანდაზმულ ნათესავებს მეტი ყურადღება მიაქციოთ – ახლა მათ თქვენი გვერდით დგომა სჭირდებათ.
ქალწული
მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. შესაძლოა, არაფრისმომცემ საუბარში ან უსარგებლო საქმეების კეთებაში დიდი დრო დაკარგოთ. თუ ხვდებით, რომ საქმესთან გამკლავება გიჭირთ, დახმარება ახლობლებს უნდა სთხოვოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან, მათთან ურთიერთობას სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია. საღამოს შესაძლებელია საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.
სასწორი
ამ დღეს უჩვეულოდ მგრძნობიარე ხართ და უმცირესი წყენაც საკმარისია, რომ ცრემლებად დაიღვაროთ. შეეცადეთ ოპტიმისტურად მიუდგეთ ყველაფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს დასასრული არ ექნება. სადილის შემდეგ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება და დაწყებული საქმეების დასრულებას შეძლებთ. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უფრო ყურადღებით უნდა იყოთ.
მორიელი
ამ დღეს ცოცხალი ემოციები და ახალი შთაბეჭდილებები გელით. უსმინეთ საკუთარ თავს. თქვენი მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს.
დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში მცირე გაუგებრობების მოგვარება მოგიწევთ, მშვენიერ ხასიათზე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, ცხოვრებით დატკბეთ. ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ დაწყებული და სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება უთანხმოება წარმოიშვას. გირჩევთ, ამჯერად უკან დაიხიოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.
თხის რქა
მშვიდი და ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ახალი საქმე დაიწყოთ ან უკვე დაწყებული პროექტები დაასრულოთ. სხვა ადამიანების რჩევა და გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ. მალე რთულ დავალებას მიიღებთ, რომლის შესრულებაზე თქვენი პროფესიული მომავალია დამოკიდებული. ასე რომ, ძალიან უნდა ეცადოთ. გირჩევთ შოპინგი რამდენიმე დღით გადადოთ.
მერწყული
ეცადეთ, სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა დილიდან შეინარჩუნოთ. დღის პირველ ნახევარში უმიზეზო შფოთვას და გაღიზიანებას გრძნობთ, ამიტომ გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია მათთვის, ვინც წონაში დაკლებას აპირებს – ნებისმიერი დიეტა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პარალელურად იზრუნეთ იმუნურ სისტემაზე.
თევზები
ამ დღეს არსებობს დამატებითი ფინანსური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მთავარია, რომ კამათი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის ძველ მეგობრებს მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების განახლებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ექიმის გარეშე წამლების მიღებისგან თავი შეიკავეთ.