გიორგი გახარია უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი გახარია სამწუხარო განცხადებას ავრცელებს:
“რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.
სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, დღეს ის გარდაიცვალა…ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ან მხოლოდ ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების ტრაგედია – ეს ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ხელისუფლების, რომელმაც მისი სასოწარკვეთილი მოქალაქის ხმა ვერ გაიგონა…
სახელმწიფოს გულგრილობას და პასუხისმგებლობაზე უარის თქმას, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს…” – წერს გახარია.
საუბარია, მამაკაცზე, რომელმაც 27 იანვარს თბილისში, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.