ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი
Article
დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში, მომლოცველებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5 და დაშავდა 35 ადამიანი. ისინი ქალაქ დვარკას მოსალოცად მიემგზავრებოდნენ.
ავტობუსი თითქმის 11 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 35 დაშავებულიდან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულები არიან ავტობუსის მძღოლი, 3 მამაკაცი და 2 ქალი.
You may also like
Post Views: 3,293