ღამით საშინელი ტრაგედია დატრიალდა: მე-4 სართულზე დედა-შვილი დაიღუპა, მე-3 სართულზე დედა და 3 ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი – დეტალები
Article
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე CO-ს ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მოიწამლა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, საჰარეო მილიდან მოხდა CO-ს გავრცელება მე-3 და მე-4 სართულის ბინებში, რა დროსაც მე-4 სართულზე მცხოვრები ასაკოვანი დედა-შვილი დაიღუპა, ხოლო მე-3 სართულზე მცხოვრები სამი არასრულწლოვანი და მათი დედა მოიწამლა.
ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და “სოკარ გაზ ჯორჯიას” წარმომადგენლები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სწორედ გამოძიება დაადგენს საიდან მოხდა CO-ს გავრცელება ბინებში.
ინფო რუსთავი
You may also like
Post Views: 2,765