“შექმენით 5 კაციანი დივერსიული ჯგუფები მათი ტრანსპორტის გასანადგურებლად, ომია და …” – უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძის მიმართვა ხალხს
ომია და ნუ მოერიდებით ბარიკადების ასაგებად ყველა საშუალების გამოყენებას ,მათ შორის ახლომდებარე შენობების ინვენტარს და საბურავები ყველაზე მთავარია, – წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რომელიც რადიკალ აქტივისტებს საღამოს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის მითითებებს აძლევს.
მისი განცხადებით, უნდა შეიცვალოს ლოკაცია, თავისუფლების მოედანი კი იდეალური ადგილია. ასევე, ნადირაძე აქციის მონაწილეებს პიროტექნიკის გარდა, სხვა საშუალებების გამოყენებისკენაც მოუწოდებს და დივერსიული ჯგუფების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომლებიც სამართალდამცავების ტრანსპორტს გაანადგურებენ.
“1. შეცვალეთ ლოკაცია, თავისუფლების მოედანი იდეალური, თავის ბევრი გასასვლელით და ვიწრო ქუჩებით სადაც არ მისცემთ მათ გაშლის საშუალებას.
2. ომია და ნუ მოერიდებით ბარიკადების ასაგებად ყველა საშუალების გამოყენებას ,მათ შორის ახლომდებარე შენობების ინვენტარს და საბურავები ყველაზე მთავარია.
3. შექმენით 5 კაციანი დივერსიული ჯგუფები მათი ტრანსპორტის გასანადგურებლად+ რაიონულ განყოფილებების მიმდებარედ, აუცილებელია მოქმედების არეალი უნდა გაიზარდოს.
4. მარტო პიროტექნიკით ვერ გააჩერებთ სხვა საშუალებებია საჭირო.
5 .ეგენი მოქმედებენ სწორ ხაზოვნათ ის რაც ასწავლეს, თქვენ უფრო მეტი კრეატიულობა და უფრო თავისუფლება გაქვთ….ამიტომ იმოძრავეთ მუდმივად.” – წერს ნადირაძე.