24 წლის ბიჭი სუფრასთან მყოფმა მეგობარმა შემთხვევით ტყვიით მოკლა
Article
ბოლნისში მოკლული 24 წლის ბიჭის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჯეოღლუს მკვიდრი, ვუგარ იაგუბოვია.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ გაჩიანში, სადაც რამდენიმე მეგობარი იყო შეკრებილი, ერთ-ერთ მათგანს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და მასთან მყოფ კაცს მოხვდა.
ვუგარ იაგუბოვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ახალგაზრდა საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირმა, რომელმაც მეგობარი უნებლიედ დაჭრა, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პრაიმტაიმი
You may also like
Post Views: 1,070