“… ამას ჰქვია ღორობა!…” – რას წერს გიორგი გასვიანი
“წაქცეულს რომ დაინახავ, ინსტინქტურად გაიქცევი, რომ წამოაყენო… ის კი, რომ წამოდგება, პირველი რასაც აკეთებს: გაფურთხებს! ტალახს გესვრის! შენ ხომ “ცუდი” ხარო, მე რომ მეზიზღებიან შენ იმათგან ხარო…ამას ჰქვია ღორობა”, – ამის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს.
“წაქცეულს რომ დაინახავ, ინსტინქტურად გაიქცევი, რომ წამოაყენო… შენი ამ საქციელით სხვებიც მისკენ მირბიან, რომ უშველონ…
ის კი, რომ წამოდგება, პირველი რასაც აკეთებს: გაფურთხებს! ტალახს გესვრის!
შენ ხომ “ცუდი” ხარო? მე რომ მეზიზღებიან შენ იმათგან ხარო… რატომ მეხმარებიო?! ამას ჰქვია ღორობა! მეტი არაფერი!
მაგრამ.. შენ ხომ იმიტომ არ აკეთებ, რომ მადლობა გიხადოს? არც არჩევ ვინ წაიქცა, რა რჯულის, რა სულის, რა ბუნების… მთავარია ადამიანი წაიქცა.. შენ უნდა წამოაყენო… საერთოდ ყველგან ასეა.. უნდა წამოაყენო აქ კი….. 2+2=5″, – წერს გიორგი გასვიანი.