ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს და თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, ილია თოფურია ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ მხარდაჭერას უცხადებს პროტესტანტებს.
- როგორც თოფურია წერს, ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე.
“ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს. ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია.
ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია. ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის” – წერს ილია თოფურია.