6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ ეს დღე ან მისი ნაწილი მაინც სახლს მიუძღვნათ. დაიწყეთ საახალწლო დღესასწაულისთვის მზადება: ახალი ფარდები შეიძინეთ ან ძველი გარეცხეთ, ზედმეტი ნივთები გააჩუქეთ ან გადაყარეთ და ოთახები საგულდაგულოდ დაასუფთავეთ. თუ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა გსურთ, სხვების აზრის მოსმენა და კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიხარულს და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.
კურო
მცირე პრობლემებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეს ხანმოკლე სირთულეებია და მალე მოგვარდება. მიზნის მისაღწევად, ბევრი შრომა მოგიწევთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს. თითქმის უცნობი ადამიანისგან უზარმაზარ მხარდაჭერას და დახმარებას იგრძნობთ. საღამოს შეიძლება ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.
ტყუპები
ამ დღეს იღბალი ბევრ საკითხში გაგიღიმებთ. დაპირებებს ნუ ენდობით, უმჯობესია საკუთარ ძალებს დაერყდნოთ. საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები გაქვთ, ამიტომ ოპონენტების დაყოლიება არ გაგიჭირდებათ. თქვენს ენთუზიაზმს შეიძლება უკუშედეგი მოჰყვეს და ვიღაც ძალიან გააღიზიანოს. დროა, დაუსრულებელი საქმეებიისთვისაც მოიცალოთ და ამ ტვირთისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეთ.
კირჩხიბი
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს უნებლიედ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოთ, ამიტომ ეცადეთ ემოციები და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ. გათავისუფლდით მძიმე ფიქრებისგან და ეცადეთ გვერდით მხოლოდ დადებითად განწყობილი, ხალისიანი ადამიანები გყავდეთ. სამსახურში თავს გამოიჩენთ როგორც საიმედო, შრომისმოყვარე ადამიანი. მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ საკუთარი მისია და მიზნები გააცნობიეროთ, მაგრამ განზრახვის განხორციელება ჯერ ადრეა. ჯერჯერობით, საკუთარი მიზნები ახლობლებსაც კი არ უნდა გაუმხილოთ – მის მისაღებად მზად არ არიან. არ ინერვიულოთ იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. სასურველია, რომ საქმეები ცოტა ხნით გვერდით გადადოთ და თუნდაც 2 დღით დასასვენებლად წახვიდეთ. შემდეგ კი საქმეს ახალი ენერგიით შეუდექით.
ქალწული
დილიდან უამრავი საზრუნავი გელით, თუმცა საღამომდე ყველა საკითხის მოგვარებას შეძლებთ და დასვენების დროც დაგრჩებათ. გირჩევთ კოლეგებისა და მეგობრების მოწვევა მიიღოთ და მხიარულ წვეულებაზე წახვიდეთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება სასარგებლო რჩევა მოგცეთ, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარი გეგმები გაუზიაროთ.
სასწორი
ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. ფრთხილად და აუჩქარებლად იმუშავეთ, რადგან შეიძლება მძიმე შეცდომა დაუშვათ. ძველი გამოცდილება დაგეხმარებათ იპოვოთ მინიშნება, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია გამოცდილი გზით იაროთ და ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ.
მორიელი
გირჩევთ ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ. მშვენიერი დღეა ახალი გამოცდილების მისაღებად. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას შეგიძლიათ საყვარელ ადამიანებს დაეყრდნოთ. ისინი სიტყვითაც დაგეხმარებიან და საქმითაც. ზოგ მშვილდოსანს ახალი ნაცნობობა ელის, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება. მოერიდეთ დიდხანს ფიქრს და საქმის სამომავლოდ გადადებას – დღევანდელი საქმე დღესვე უნდა დაასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ ორჯერ უფრო მეტი საქმე გექნებათ.
თხის რქა
ამ დღეს საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით, რადგან ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. წინ ახალი საქმე და შესაძლებლობები გელოდებათ. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ეს ხელსაყრელი დღეა დაზავებისა და მშვიდობის დასამყარებლად. გახსოვდეთ, რომ განსხვავებულ მოსაზრებებს პატივი უნდა სცეთ. თავი შეიკავეთ დიდ პროექტებში მონაწილეობისგან, სადაც, თქვენ გარდა, უამრავი ადამიანი იქნება ჩართული – ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ.
მერწყული
უარი თქვით დიდი პროექტის დაწყებაზე – სავარაუდოდ, რაღაც გეგმის მიხედვით არ წავა ან გადაუჭრელი დაბრკოლებები წამოიქმნება. ის აკეთეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც ძირითადად ნეგატივი მოაქვთ.
თევზები
გირჩევთ ეს დღე საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ. ვიღაცისთვის ეს ცხოვრების მეგზური იქნება, ვიღაცისთვის – შვილები, მშობლები, მეგობრები, ნათესავები. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების გაძლიერების და საერთო ენის პოვნისთვის. ნუ იქნებით ზედმეტად ცნობისმოყვარე და ადამიანებს უტაქტო კითხვებით ნუ შეაწუხებთ. საქმეში, რომელიც დიდი ხანია, დასრულებული გგონიათ, შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. ასე რომ, დღის განმავლობაში ნებისმიერი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ.