“ის საქართველოდანაა, გულწრფელად გეტყვით რომ…” – რა თქვა ლეგენდარულმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის შესახებ
Article
ლეგენდარულმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯერ კიდევ დვალიშვილისა და ომალის ჩხუბამდე, ქართველის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ უნდოდა მერაბს გაემარჯვა.
“დვალიშვილი თუ ომალი ? გულწრფელად გითხრათ, მინდა რომ შონთან მერაბმა გაიმარჯვოს. ის საქართველოდანაა. ჩვენ მეზობლები ვართ. დაღესტანი და საქართველო მეზობლები არიან. ამიტომ, მინდა მერაბმა გაიმარჯვოს. ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ” – თქვა ხაბიბმა, რომელსაც სურს მომავაშში დვალიშვილი მის ნათესავს, უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდეს.
დღეს კი უკვე ოფიციალურად ცნობილი გახდა რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე სწორედ ხაბიბის ნათესავი უმარ ნურმაგომედოევი იქნება.
წყარო: esport.ge
You may also like
Post Views: 5,913