Day: იანვარი 11, 2025
დღეს კვლევა ჩავიტარე და თურმე ასეთი რამე მჭირს – რას წერს ალეკო ელისაშვილი
კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს, რომ დაკავების შემდეგ ვივამედში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მხოლოდ დაჟეჟილობა ჰქონდა, დღეს ჩატარებულმა ტომოგრაფიამ კი ნეკნის მოტეხილობა აჩვენა. “როგორც ჩანს, ვივამედი ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ. ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო.
რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მერაბ სეფაშვილი
მომღერალ მერაბ სეფაშვილს ძმა გარდაეცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერლის “ფეისბუქზე” გავრცელდა. “მერაბის გარდაეცვალა ძმა თენგო სეფაშვილი, პანაშვიდი შაბათს, გამოსვენება კვირას 14:00 სააათზე ივერიის ღვთის მშობლის ეკლესიდაან (ნაძალადევი,ე.მანჯგალიძის1)” – ნათქვამია განცხადებაში.
“ერთგულად ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდას”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
საპრასიის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სსიპ შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის თანამშრომლები , ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ყოფილი კოლეგის, დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ავთანდილ ხურციძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. ავთო მასწავლებელი ისეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა , რომელთა ცხოვრება, განვლილი გზა , ღიმილი, სიყვარული ჩამქრალ შუკას ანათებს და მოგონებებს განსაკუთრებულ სხივს სძენს. ის