ლუკა კურტანიძე, რომელიც ყოფილი ცოლისთვის “თავს იკლავდა”, ახლა შეყვარებულია და ქორწილს გეგმავს: მისი რჩეული კი… თავისი ძმაკაცის შვილია (ფოტოები)
გუშინ სოციალურ ქსელში ლუკა კურტანიძემ „სთორიში“ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორ გავარკვიეთ, გოგონა ფიტნეს-ტრენერი სოფია ფიტი, იგივე სოფია მეფარიშვილია.
შეყვარებული წყვილი დაქორწინებასაც აპირებს და სოფიამ ლუკა უკვე გააცნო დედას და დებს.
“ამბები” სოფია მეფარიშვილს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა. ინფორმაცია, რომ ლუკა კურტანიძის შეყვარებული იყო, მან დაადასტურა:
„დიახ, ჩემზე უზომოდ არის ლუკა შეყვარებული და მეც ძალიან მიყვარს ლუკა კურტანიძე. ბედნიერები ვართ. თქვენთვის მეტი არაფრის თქვა არ შემიძლია.
მე რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ, ეგ არის კანონი ჩემს სახლშიც. მამაჩემის ძმაკაცია ლუკა. ყველაფერში მეხმარება გვერდში მიდგას. ნეტა ბევრი კაცი იყოს ლუკასნაირი“, – განაცხადა კურტანიძის საცოლემ.
საუბრის დასასრულს სოფომ, ჩემპიონთან ერთად გადაღებული ფოტო გამოგვიგზავნა, დამატებითი კითხვებზე პასუხის გაცემისგან კი თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძე ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2019 წელს მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს დაშორდა. წყვილმა ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ იქორწინა. როგორც კურტანიძეს, ისე მიქაცაძეს – პირველი ქორწინებებიდან უკვე ჰყავდათ შვილები. მიქაცაძესთან დაშორების შემდეგ, კურტანიძე აღარ დაოჯახებულა.