ექიმებმა “ჩუმი” კიბოს მოულოდნელი გამაფრთხილებელი სიმპტომი დაასახელეს
მუცლის მუდმივი შებერილობა, შესაძლოა, საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრზე Moffitt Cancer დაყრდობით წერს.
“მუცლის შებერილობის დროს, პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი იყოს. ხშირად ამას არასწორი დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს, ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზულ დაავადების მანიშნებელი იყოს”, – განმარტეს ექსპერტებმა.
ამასთან, მედიკოსების თქმით, დროდადრო მუცლის შებერილობა ბევრს აწუხებს და ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის.
ექიმებმა აღნიშნეს, რომ საკვერცხის კიბოს ხშირად “ჩუმ დაავადებას” უწოდებენ, რადგან პაციენტებმა ხშირად არც კი იციან გამაფრთხილებელი ნიშნების საშიშროების შესახებ, რომელსაც ისინი გვიან ეტაპამდე ვერც კი ამჩნევენ. ამ ტიპის კიბოს სხვა სიმპტომებს შორის არის წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.