14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 15:21-ზე, მთვარე ტყუპშია
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
ვერძი
პირად ცხოვრებაში წარმატებას მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული მიაღწევთ. ესაუბრეთ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენს გრძნობებზე.
კურო
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ მარტივად, დაძაბულობისა და ხანგრძლივი ფიქრის გარეშე. პირველი ვარიანტი, რომელიც თავში მოგივიდათ, ყველაზე სწორი აღმოჩნდება.
ტყუპი
დღეს მხოლოდ წინასწარ შედგენილი გეგმით იმოქმედეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიხრჩოთ უამრავ სამუშაო საკითხში და საყოფაცხოვრებო საქმეში.
კირჩხიბი
რაც არ უნდა გააკეთოთ, არ უნდა გადახვიდეთ შემდეგ აქტივობაზე წინას დამთავრების გარეშე: ამგვარად, მთელი დღის სამსახურში გატარების შემდეგ, დრო აღარ გექნებათ.
ლომი
წარმატებები მხოლოდ მათ ელით, ვინც აქტიურ მოქმედებაზე გადადის და არაა ილუზიებს აყოლილი. ეს არის მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა.
ქალწული
რაც არ უნდა დატვირთული იყოთ სამსახურში დღის განმავლობაში, შეეცადეთ საღამო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ – ბოლო დროს იშვიათად ხართ ერთად.
სასწორი
დღეს შეგიძლიათ და უნდა მოაგვაროთ ფინანსური საკითხები: ნებისმიერი წარმატებული იქნება: კომუნალური გადასახადების გადახდიდან დაწყებული, დეპოზიტების გახსნამდე დამთავრებული.
მორიელი
ფული არ უნდა დაიხარჯოთ წვრილმანებზე, მაშინაც კი, თუ ამაზე დიდი ხანია ოცნებობთ, სასურველია, დაზოგვა, ცოტა ხანში დიდი თანხის დახარჯვა მოგიწევთ.
მშვილდოსანი
არასასურველია ჭორების მოსმენა და განსაკუთრებით! მათი გავრცელება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჭორების გაჩენისა და გავრცელების მთავარ დამნაშავედ თქვენ ჩაგთვალონ.
თხის რქა
მიზანშეწონილია დაუთმოთ დღე მნიშვნელოვანი პროექტისთვის მომზადებას, რომელიც ხვალ შეიძლება განხორციელდეს. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.
მერწყული
დღე ხელსაყრელია რისკებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგად არის გააზრებული და გათვლილი, თორემ მოერიდოთ თავგადასავალს.
თევზები
რა საქმითაც არ უნდა იყოთ დაკავებული დღის განმავლობაში, ხშირად მოიკითხეთ საყვარელი ადამიანი, საღამო კი ერთად – ტკბილად და გემრიელად გაატარეთ.ეობის გარეშეც.