“იმის შეხსენება, რომ მე “ნაცი” არ ვარ, არაა საჭირო”- როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები მიმდინარე მოვლენებს?
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ცნობილი სახეები ეხმაურებიან. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც მმართველი ძალის მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ. საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს, რომ ყველამ ვისაც სოციალურ ქსელში ბევრი გამომწერი ჰყავს და ხალხი იცნობს, თავისი პოზიცია დააფიქსირონ
ჟურნალისტი ეკა ხოფერია, თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ხოფერია წერს, რომ მისი ოცნება სამშობლოს დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი იყო…
“მთელი ჩემი ცხოვრება სწავლის, შრომის მეტი არაფერი მიკეთებია. შეცდომაც მომსვლია ბევრი, ალბათ. მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება, ჰო, ოცნება, ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული მომავალი იყო, რადგან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი. ვინ მოგცათ თქვენ უფლება და მანდატი ჩვენს სამშობლოს ეს მომავალი წაართვათ?!
რა მოლაპარაკებებს წყვეტთ 2028 წლამდე? – ჰო, იმედია, შეხსენება იმის, მე რომ “ნაცი” არ ვარ, არაა საჭირო” – წერს ხოფერია.
განაგრძეთ კითხვა