16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
პირადი ურთიერთობები მოსალოდნელია სირთულეები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციეთ იმას, ვის უშვებთ თქვენს ცხოვრებაში, რათა იგივე პრობლემებს არ შეეჯახოთ, რაც წარსულში გქონდათ. იმედი არ დაკარგოთ, თუ გეგმები ჩაგეშალათ. ის, რაც ახლა საოცნებო და სასურველი გგონიათ, ხვალ შეიძლება თქვენთვის სრულიად უინტერესო გახდეს. კარგი დღეა მავნე ჩვევებთან ბრძოლის დასაწყებად.
კურო
მონდომება და შეუპოვრობა დაგეხმარებათ, რომ ამ დღის გამოწვევებს გაუმკლავდეთ. შესაძლოა, უნდობლობას შეეჯახოთ, რომელიც თქვენს ურთიერთობებს საფრთხეს შეუქმნის. დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ ფიქრებთან გაატარებთ, თუმცა, შეგიძლიათ ეს დრო თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ და ნაყოფიერად იმუშაოთ. ეცადეთ, დროებითი სისუსტეები ღირსეულად დაძლიოთ და კარგი ფიზიკური ფორმა შეინარჩუნოთ.
ტყუპები
ამ დღეს თქვენი მეგობრულობა და კომუნიკაბელურობა ადამიანებს მაგნიტივით მიიზიდავს. ეს ხასიათის თვისებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა განავითაროთ. მოემზადეთ მოულოდნელი მოვლენებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები.
კირჩხიბი
კირჩხიბები ძალიან ემოციურები არიან. მათთვის პირველ ადგილზე ურთიერთობები დგას და გადაწყვეტილებებს გრძნობებზე დაყრდნობით იღებენ. ამ დღეს ეცადეთ შეიცვალოთ და არჩევანი ცივი გონებით გააკეთოთ. შესაძლოა, ვიღაცის შეფასებაში შეცდით, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ. ეს ქვეყნიერების დასასრული არ არის.
ლომი
რთული და საინტერესო დღეა. უამრავი საინტერესო შეხვედრა, ახალი ადამიანის გაცნობა და დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა მოგიწევთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და დებატებში არ დანებდეთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ემოციები თქვენში არ უნდა დააგროვოთ – ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.
ქალწული
ქალწული თანმიმდევრული, ორგანიზებული და მომთმენია, თუმცა ამ დღეს შეიძლება მეწვრილმანე ბუნების ადამიანს შეეჯახოს, რომელიც მიზნების მიღწევაში ხელს უშლის. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ თვალსაწიერი გააფართოოთ და გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ. არ დაგავიწყდეთ ოჯახის უფროსი წევრების მოკითხვა, მით უმეტეს, რომ მათგან ერთ-ერთ ექიმთან ვიზიტი სჭირდება.
სასწორი
ახლობელ ადამიანთან კამათი განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებთ. წარმოქმნილი პრობლემები მშვიდად და რაციონალურად უნდა გადაჭრათ, რათა მოგვიანებით კიდევ არ დაგიბრუნდეთ. შეეგუეთ, რომ სამყაროში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ და ამაზე ნერვიულობა უაზრობაა. სასურველია, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.
მორიელი
სიჯიუტე და შეუპოვრობა გახასიათებთ. როცა რაღაცის გაკეთებას გადაწყვეტთ, უკან ვერავინ და ვერაფერი დაგახევინებთ. სწორედ ეს თვისებები დაგეხმარებათ პროფესიულ საქმიანობაში. ადამიანებს თქვენი პიროვნული თვისებებით ხიბლავთ, თუმცა იმპულსური ქმედებებით აფრთხობთ. ერთი სიტყვით, ამ დღეს თქვენი ქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები.
მშვილდოსანი
ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დღეა. ვიღაც თქვენი წარსულიდან თქვენს ცხოვრებაში დაბრუნებას შეეცდება და თავად უნდა გადაწყვიტოთ, იმსახურებს თქვენს ნდობას თუ არა. თქვენი ოპტიმიზმი ზოგჯერ გულუბრყვილობაში გადადის. ფიქრობთ, რომ სხვებიც ისევე მეგობრულები არიან, როგორც თქვენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყოთ.
თხის რქა
პრობლემა, რომელიც მოგვარებული გეგონათ, ისევ თავს იჩენს, თუმცა, ამჯერად საბოლოოდ მოგვარდება. ისწავლეთ წარსულის შეცდომებზე და თავის დაცვა ნუ შეგეშინდებათ. ამ დღეს ახლობელი ადამიანებისთვის საიმედო საყრდენი გახდებით. სამსახურში თქვენი მუშაობა ისეთი ნაყოფიერი არ არის, როგორც სხვა დროს, რადგან მთელი ყურადღება პირად ცხოვრებაზე გაქვთ გადატანილი.
მერწყული
ზოგადად, ბევრი ფიქრი და ყოყმანი გახასიათებთ, მაგრამ ამ დღეს შეიქმნება სიტუაცია, რომელშიც მკაფიო და მტკიცე პოზიცია უნდა გამოავლინოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებსა და ქმედებებს, რასაც შეიძლება უსიამოვნებები მოჰყვეს. დასვენების დღის მიუხედავად, მუშაობა მოგიწევთ, რომ დაწყებული საქმეები დაასრულოთ.
თევზები
სამსახურში და პირად ცხოვრებაში შესაძლოა, დაბრკოლებები შეგექმნათ და მათთან გამკლავება მოგიწევთ. საბოლოოდ ეს ისე გამოგაწრთობთ, რომ მომავალში ადვილად აღარ დანებდებით. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობის დასამყარებლად. ამ დღეს გაცნობილი ადამიანი შეიძლება თქვენი კარგი მეგობარი გახდეს. თუ სამუშაოს შეცვლაზე ოცნებობთ, შეიძლება ოცნების ასრულების შანსი მალე მოგეცეთ.