წყალი უცებ მოვარდა და დიდი უბედურება დატრიალდა: კადრებში ჩანს, როგორ წაიღო წყალმა ოჯახის 5 წევრი (ვიდეო)
Article
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა ორი კი დაკარგულად ითვლება. შემთხვევა სამი დღის წინ, პუნეს ლონავალაში, ბჰუშის კაშხალთან მოხდა. ოჯახის წევრები ჩანჩქერის სანახავად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ძლიერი ნალექის გამო წყალი ადიდდა და ხუთივე მათგანი დაიკარგა.
- სამაშველო სამუშაოები ორშაბათს დაიწყო. მაშველებმა ამ დროისთვის სამი ცხედრის პოვნა მოახერხეს, გარდაცვლილები არიან შაჰისტა ანსარი (36 წლის), ამიმა ანსარი (13 წლის) და უმერა ანსარი (8 წლის). ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან 4 წლის ადნან ანსარი და 9 წლის მარია საიადი. ოჯახი წარმოშობით ნაგარის რაიონიდანაა.
პუნის სოფლის პოლიციის ზედამხედველმა, პანკაჯ დეშმუხმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქალი 4 შვილთან ერთად ჩანჩქერის სანახავად წავიდა – “სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი ცხედარი იპოვეს; ყველა ადამიანი ერთი ოჯახიდანაა“.
You may also like
Post Views: 3,965