სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, არის მსხვერპლი (თურქეთი)
Article
სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ.
შენობის შიგნით და ადგილზე არავინ დაშავებულა. ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, რომელიც ძლიერი ნისლის დროს მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს
You may also like
Post Views: 1,143