„ეს ჩემი ქმრის ცხედარი არ არის!“ – სასაფლაოზე ამტყდარი ალიაქოთის გამო, პატრული გამოიძახეს
სიურეალისტური ამბავი მოხდა ორტონას სასაფლაოზე, ჩინეთის პროვინციაში, სადაც გუშინ ინსულტით გარდაცვლილი 39 წლის ნიგერიელი მამაკაცის ხმაურიანი პანაშვიდი გაიმართა. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამაკაცის ცოლმა იკითხა, იყო თუ არა ქმრის ცხედარი კუბოში. ადგილზე პოლიციას ჩარევა მოუხდა, რომელმაც გაჭირვებით მოახერხა გარდაცვლილის ცოლის, მეგობრებისა და ნათესავების, სულ ორმოცამდე ადამიანის დამშვიდება.
ქაოსური დაკრძალვა
აგვისტოს დასაწყისში, 39 წლის ნიგერიელი მამაკაცი გარდაიცვალა ინსულტით. ვინაიდან, მის ოჯახს დაკრძალვისთვის საჭირო სახსრები არ ჰქონდა, ხარჯები მუნიციპალიტეტმა აიღო.
კუბო დაკეტეს მორგში, სადაც , რამდენიმე დღე, ოჯახის არც ერთი წევრი გამოჩენილა, სწორედ აქ გაჩნდა გაუგებრობა, ვინაიდან, მამაკაცის ცოლ მისი სხეული რეალურად კი არ უნახავს და მხოლოდ კუბო ნახა.
ის სასაფლაოზე ამტკიცებდა, რომ კუბოში მისი ქმრის ცხედარი არ იყო. მღვდელიც ცდილობდა, ქალი დაემშვიდებინა და მისთვის აეხსნა, რომ მისი შიში უსაფუძვლო იყო, რადგან გარდაცვლილი ქმრის ცხედარი მართლაც იმ კუბოში იყო. მას შემდეგ, რაც სიტუაცია გაუარესდა, მესაფლავეებმა, როცა სიტუაცია დაიძაბა, გამოიძახეს 112 და მოვიდა კარაბინერების სამი ჯგუფი. ერთი საათის შემდეგ, დისკუსია საბოლოოდ იმით დასრულდა , რომ ქალმა აიღიარა, კუბოში მისი ქმარი იყო და 39 წლის მამაკაცის ცხედარი დაკრძალეს. – წერს უცხოური მედია