ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო – დაღუპულია 38 ადამიანი
Article
ვრცელდება კადრები, რომელიც აზერბაიჯანის ავიახაზების ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო.
ავიაკატასტროფა დღეს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში მოხდა. აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, 29 გადარჩა, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა.
სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
You may also like
Post Views: 316