„შესაძლოა ორ ადამიანს შორის მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება…“ – 2025 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის სოფია ბზეკალავასგან
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სტუმრად გადაცემაში „შენი დილა“ იმყოფებოდა, სადაც 2025 წლის სასიყვარულო ასტროლოგიაზე ისაუბრა და ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა:
♈ვერძი
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს 2025 წელს ბევრი კარგი შანსი ექნება და დაქორწინდებიან. ან კიდევ ურთიერთობები, რომლებიც აქამდე დასრულებული ეგონათ განახლდება და ხანგრძლივი იქნება. ასევე კარგად გადამოწმდება თქვენი კავშირები. უნდა გამოხვიდეთ ბავშვური პოზიციიდან და ასევე გაითვალისწინოთ, რომ სიყვარულში პირობები არ არსებობს.
♉კურო
თქვენთვის ამ წელს მოაქვს კომპრომისების აუცილებლობა. ასევე დადგებით არჩევანის წინაშე და სხვადასხვა საკითხს გადააფასებთ. შანსი გაქვთ მარტის ბოლოდან დაბრუნდეს ძველი ურთიერთობები. განსაკუთრებით თუ ეს ყველაფერი ეხება მორიელის ან ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს.
♊ტყუპები
ბევრი ტყუპი მიიღებს სტატუსს ურთიერთობებში. გაუმჯობესდება დამოკიდებულება და წარმოდგენები პარტნიორზე. ბევრად უფრო თბილი და კომპრომისული იქნებით. არჩევანის გაკეთება არ გიყვართ, თუმცა შესაძლოა ამ დილემის წინაშე აღმოჩნდეთ. ასევე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავისი თბილი დამოკიდებულებითა და ზრუნვით გაგაოცებთ.
♋კირჩხიბი
იწყება მნიშვნელოვანი კონტურები და გამოიკვეთება მკვეთრი ნოტები ურთიერთობაში. განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. შესაძლოა პასუხისმგებლობების აღება თქვენთვის რთული იყოს, თუმცა ამ ყველაფერს არ უნდა შეუშინდეთ.
♌ლომი
2025 წლის პერიოდი გაჩვენებთ ბევრი ადამიანის რეალურ სახეს. თუმცა თქვენს თავშიც გააცნობიერებთ ბევრ რამეს. შესაძლოა იყოს ტოქსიკური ურთიერთობების ფინალიზაცია, ან ახალი კონტაქტების აღმოჩენა. ივლისში დაბადებული ლომები იქნებიან ენერგიულები.
♍ქალწული
ბევრი ქალწული მიხვდება, რომ ურთიერთობებში მეტი სულიერება და დაკვირვებულობა გჭირდებათ. გამბედაობის წელია თქვენთვის და მოგიწევთ გაცნობიერება, რომ ფიზიკურ კავშირებზე მეტი არსებობს სამყაროში. შესაძლოა მარტოობიდან დაიწყოს ახალი ურთიერთობები. გადადიხართ ახალ აზრსა და ტალღაზე.
♎სასწორი
თქვენს ცხოვრებაში ბოლო წელიწადნახევარმა ალბათ მნიშვნელოვანი ადამიანი დაგანახვათ. შესაძლოა მასთან ახლა კონტაქტი საერთოდ არ გქონდეთ. ვიდრე ახალ ურთიერთობას დაიწყებთ დაფიქრდით, მიმოიხედეთ ირგვლივ. ამ ყველაფრის გამყარება აუცილებლად მოხდება. არ აიღოთ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე. მარტის ბოლოდან ბევრი რამის გადაფასება მოგიწევთ. ასევე შესაძლოა ორ ადამიანს შორის მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება.
♏მორიელი
კარდინალური ცვლილებების დროა. ეს პერიოდი თქვენთვის იქნება წარსულში დაბრუნების, შეცდომების გაანალიზების და თვალის ახელის წელი. ბევრის შემთხვევაში იქნება კიდევ ერთი შანსი ურთიერთობის აღდგენისთვის. გააცნობიერებთ ნამდვილ სახეს ყოფილი პარტნიორისას.
♐მშვილდოსანი
საინტერესო წელია. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა იყოს გაურკვევლობები და მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება. წლის მეორე ნახევრიდან კი შეიცვლება ბევრი რამე და შესაძლოა ემოციური გახდეს ურთიერთობები. ასევე მიიღოთ შემოთავაზებები, რომლებსაც არ ელოდებით.
♑თხის რქა
მოგიწევთ სტატუსის მიღება. დადგებით არჩევანის წინაშე, სადაც საკუთარ თავსა და ტოქსიკურ ურთიერთობებს შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. ივნისი, ივლისის პერიოდიდან მოდის ახალი ურთიერთობები და მათი დაკანონება.
♒მერწყული
შესაძლოა აღმოჩნდეთ ტრანსფორმაციულ ურთიერთობაში. ასევე შესაძლოა იყოს ურთიერთობა და კავშირი გავლენიან, მასშტაბურ ადამიანთან. შეიძლება დაინახოთ ადამიანები ირგვლივ სხვა თვალით და გააცნობიეროთ, რომ ეს პიროვნება ბევრად მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში.
♓თევზები
შესაძლოა აღმოჩნდეთ უდიდესი პასუხისმგებლობების წინაშე. დიდია ალბათობა ვინც მარტო იმყოფებით დაოჯახდეთ. ასევე ეს წელი თქვენთვის შობადობასთან და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ბევრი ადამიანი თქვენით აღფრთოვანდება. თუმცა არ დაიტვირთოთ თავი და ბევრი პასუხისმგებლობა არ აიღოთ.