კაცი ალბათ უკვე მოკლეს, ქალზე იძალადეს – რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება სვანეთში მომხდარი ყაჩაღობის შესახებ?
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყაჩაღობა მოხდა. შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებს. თუმცა არსებობს მომხდარის შესახებ ორი ვერსია.
ერთ-ერთი ვერსიით ტურისტ ცოლ-ქმარს თავს ორი ახალგაზრდა დაყაჩაღების მიზნით დაესხა თავს.
მეორე ვერსიით კი თავდამსხმელებს უნდოდათ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის გატაცება, რაშიც ქალის მეუღლემ შეუშალა ხელი და თავდამსხმელებმა მამაკაცი, სავარაუდოდ, გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ქალი უკვე გამოიკითხა. არსებული ინფორმაციით მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან თავდამსხმელებმა მასზე იძალადეს.
“კაცი მოკლული არის სავარაუდოდ, ქალზე იძალადესო,“ – აცხადებს “მთავარ არხთან” ადგილობრივი, რომლის ვინაობა არ სახელდება.